Loading data...
ანჯეი დუდა: ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია პუტინი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ის თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, ომის დასრულების მიზნით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

დუდას თქმით, ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ამერიკას შეუძლია, გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აიძულოს რუსეთი გარკვეული ქმედებების შესრულებისკენ. ასე რომ, თუ ვინმეს შეუძლია ვლადიმერ პუტინს აიძულოს მშვიდობის დამყარება, ეს არის ამერიკა, აშშ-ის პრეზიდენტი“, - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

პოლონელი ლიდერის თქმით, ტრამპმა რეალური სურათი პუტინთან ბოლო დისკუსიების შემდეგ დაინახა და მას აქვს ის ბერკეტები, რომლებსაც შეუძლია, რუსეთი აიძულოს, ჩაერთოს მშვიდობის დამყარებაში.

„ამ საშუალებებიდან, ზოგიერთი შეიძლება, იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის, მაგრამ მე მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, მათი განხორციელება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.