1782231714
უცხოეთი
ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთი ევროკავშირზე 8-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს
„გასულ წელს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით რვაჯერ მეტი რაკეტა აწარმოვა“, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
ბრიუსელში გამართულ ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე მან რაკეტების წარმოების რაოდენობრივი მაჩვენებლები დაასახელა.
„გასულ წელს რუსეთმა 2 000 რაკეტა გამოუშვა - ბალისტიკური და ფრთოსანი. ევროპაში მხოლოდ 250 ფრთოსანი რაკეტა გამოუშვეს და არც ერთი ბალისტიკური რაკეტა“, - აღნიშნა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში.
როგორც მედია წერს, კუბილიუსმა ეს განსხვავება ევროპული უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მოიხსენია და ხაზი გაუსვა თავდაცვის წარმოების სფეროში გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების აუცილებლობას.