1763404698
უცხოეთი
ანდრიუს კუბილიუსი: არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში ომის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, უკრაინელი ჯარისკაცები ევროკავშირის დაცვაში ჩაერთონ
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ევროკავშირის დაცვაში ჩაერთვებიან.
აღნიშნულის შესახებ კუბილიუსმა ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი სამშვიდობო შეთანხმებით თუ დასრულდება, უკრაინელი ჯარისკაცები, შესაძლოა, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად გააგზავნონ.
„კარგი იქნებოდა, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ ბრძოლაში გამოცდილი უკრაინული არმია თუ იქნებოდა მზად, წარმოდგენილი იყოს ევროკავშირის სასაზღვრო რეგიონების ქვეყნებში, დაწყებული ბალტიისპირეთის ქვეყნებით და ლიეტუვით, გერმანული დანაყოფისა და ამერიკული ბატალიონების გვერდით“, – განაცხადა კუბილიუსმა.