Loading data...
ანდრეი სიბიგას განცხადებით, ტრამპმა მშვიდობისთვის დიდი ძალისხმევა გასწია, თუმცა რუსეთისგან ძველი ულტიმატუმების ახალი ნაკრები მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი არ ავლენს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების სურვილს და უგულებელყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, რომელიც მშვიდობის დამყარებას უკავშირდება. 

როგორც სიბიგამ აღნიშნა, 6 თვის განმავლობაში ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობის დასამყარებლად.

„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა მშვიდობასთან დასაახლოებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კი პასუხად ძველი ულტიმატუმების ახალ ნაკრები მიიღო“, -  ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.