Loading data...
ანდრეი სიბიგა: უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას

„უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას“, - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრეთის გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს იმ უკრაინელ სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც რუსულ ნავთობსადენი „დრუჟბა“ ააფეთქა. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო დარტყმის შედეგად, უნგრეთს რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეუწყდა. 

სიბიგამ უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს „მორალურად დაცემული“ უწოდა და დაწერა, რომ მისთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოკუპანტის დარტყმების გამო დაღუპული ბავშვები.