ანდრეი სიბიგა: რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ - მსოფლიოს მოვუწოდებთ, რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს
რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ შეთხზულია მხოლოდ ერთი მიზნით: საბაბის შექმნა და ყალბი გამართლება რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა და ხელშეშლა“, - წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის რუსული ტაქტიკა: „მეორე მხარის დადანაშაულება იმაში, რასაც თვითონ აკეთებს ან გეგმავს“.
„რუსეთმა უკვე დაარტყა უკრაინის მთავრობის შენობას მიმდინარე წელს. უკრაინა ურტყამს მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე – რუსული დარტყმების საპასუხოდ უკრაინაზე. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ თავს გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნავს ანდრეი სიბიგა.
Russian manipulations regarding the alleged “attempt to attack Putin’s residence” are fabricated for only one reason: to create a pretext and false justification for Russia’s further attacks against Ukraine, as well as to undermine and impede the peace process.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) December 29, 2025
Usual Russian…