ანდრეი სიბიგა: პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს, მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა

კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს. ყველა მისი სიტყვა ომის დამთავრების სურვილის შესახებ არის კვამლის ფარდა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა პუტინის სიტყვებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„უკრაინამ თქვა „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე იმიტომ, რომ უკრაინას მშვიდობა სურს. პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს. პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა“, - აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, ქვეყანას ომის დასრულებას ცდილობს.
This is the difference.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) March 14, 2025
Ukraine said "yes" to US ceasefire proposal. Because Ukraine wants peace. Putin, rather than saying "yes," puts forward various conditions.
Ukraine seeks an end to the war. Putin seeks to continue the war. The rest of his words are just a smokescreen.