Loading data...
ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს მიმართავს: ჩვენ ვიწყებთ ბევრი რამის დანახვას, პიტერ, მათ შორის, მუშაობას უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს სოციალური ქსელით უპასუხა.

„ჩვენ ვიწყებთ ბევრი რამის დანახვას, პიტერ, მათ შორის, თქვენი მთავრობის ფარისევლობის და მორალური დეგრადაციის, ღია და ფარული მუშაობის უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ, კრემლის ლაქიად მსახურების. ჩვენს პრეზიდენტზე თქვენი შეტევების ვერანაირი რაოდენობა ვერ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ და ყველა ვხედავთ“, – წერს სიბიგა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს“.