1764305353
უცხოეთი
ანდრეი ერმაკი: უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ მან The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს ტერიტორიებზე უარის თქმის დოკუმენტს. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიებს დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიების გადაცემის შესახებ შეთანხმებას“, - აცხადებს ანდრეი ერმაკი.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, მედიაში გამოქვეყნებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებდა უკრაინის მიერ რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის აღიარებას ყირიმზე, ლუგანსკის და დონეცკის მთელ რეგიონებზე, ასევე ხერსონსა და ზაპოროჟიეზე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს პუნქტი მოგვიანებით დოკუმენტიდან ამოიღეს.