Loading data...
ანდრეი ერმაკი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე არ წავა

უკრაინა რუსეთთან ომის გაყინვას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე არ წავა, ასეთ სცენარს ეწინააღმდეგებიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც. ჩვენ მინსკი 3-ის წინააღმდეგები ვართ“, - აცხადებს ერმაკი.

მან დასძინა, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და შეერთებული შტატების შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

ერმაკის თქმით, უკრაინა მუდმივად აცნობებს ევროპელ პარტნიორებს, თუ რა ხდება სამშვიდობო პროცესის კონტექსტში.

„კერძოდ, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპელი წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.