1778574756
უცხოეთი
ანდრეი ერმაკი: სახლი არ მაქვს, მხოლოდ ერთი ბინა მაქვს და ერთი ავტომობილი მყავს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რომელსაც ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილია, აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ავტომობილისა და ერთი ბინის მფლობელია.
„სახლი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთი ბინა და ერთი მანქანა, რომელიც თავად ნახეთ“, - განაცხადა ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, რა მეტსახელით არის ის მოხსენიებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ჩანაწერებში, ერმაკმა უპასუხა, „ჩემი სახელია ანდრეი ერმაკი, სხვა სახელი არ მაქვს“.