1759944703
უცხოეთი
ანდრეი ბაბიშმა პირობა დადო, რომ თუ მისი პარტიის ხელმძღვანელობით მთავრობა ჩამოყალიბდება, ის უკრაინის იარაღისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოყოფს

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა პირობა დადო, რომ თუ მისი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობით მთავრობა ჩამოყალიბდება, ის უკრაინის იარაღისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოყოფს.
„თუ ჩვენ მთავრობაში ვიქნებით, ჩეხურ იარაღის ქარხნებს ვეტყვით: „გსურთ იარაღის ექსპორტი უკრაინაში? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს“, – თქვა მან.
პარტია ANO-ს ლიდერის თქმით, ჩეხეთს ევროკავშირის ბიუჯეტში 60 მილიარდს შეაქვს, რაც უკრაინას ეხმარება.
„ჩვენ უკრაინას იარაღისთვის ბიუჯეტიდან არცერთ კრონას არ მივცემთ. ჩვენ ფული ჩეხეთის რესპუბლიკისთვის არ გვაქვს. ჩვენ უკრაინას პირდაპირ ვეხმარებოდით, ხოლო ახლა დახმარება ევროკავშირის საშუალებით გაიცემა“, – აღნიშნა ბაბიშმა.