ანდრეი ბაბიში: ვეწინააღმდეგები უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 100 მილიარდი ევროს გამოყოფას, წევრ სახელმწიფოებს საკმარისი ფინანსური რესურსები არ აქვთ
ვფიქრობ, ყველას მშვიდობა გვსურს. არ ვამბობ, რომ მშვიდობა რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნის მიღებას გულისხმობს, მაგრამ ფაქტია, ომი გრძელდება, ევროპა კი პროცესებს მიღმაა დარჩენილი. პუტინთან გარიგების დადებით ტრამპმა, ფაქტობრივად, გვიღალატა. რაღაც უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა.
ამასთან, ბაბიშის თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება სესხის სახით უნდა გაიცეს და ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში არ უნდა შევიდეს.
„ასევე, ვეწინააღმდეგები უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 100 მილიარდი ევროს გამოყოფას. მიმაჩნია, რომ ეს თანხა სესხის სახით უნდა გაიცეს და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში, რადგან წევრ სახელმწიფოებს საკმარისი ფინანსური რესურსები არ აქვთ. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს თანხა ამ ჩარჩოს მიღმა უნდა დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩეხეთი ამ თანხაზე გარანტიას არ გასცემს“, - აღნიშნა ბაბიშმა ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.