1757450095
უცხოეთი
ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ოფიციალურად დაიკავა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ბერბოკთან თანამშრომლობას.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, გაერო „ფინანსურად და პოლიტიკურად“ ზეწოლის ქვეშ არის. მისი თქმით, ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს თავისი მნიშვნელობა მსოფლიოს რვა მილიარდი ადამიანისთვის.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბერბოკმა „ყველა მხარეს“ მოუწოდა, „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ“.
„არ გვჭირდება რეგიონში მეტი დაძაბულობა, არამედ გვჭირდება გაძლიერებული დიპლომატიური მცდელობები ცეცხლის დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტისთვის“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.