1775829082
უცხოეთი
ანა პაულინა ლუნა: ნატო დიდი ხანია ძარცვავს აშშ-ს
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ანა პაულინა ლუნა აღნიშნავს, რომ ნატო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების ძარცვით არის დაკავებული.
ამერიკელი კანონმდებლის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკვე წარსულის რელიკვიაა და თუკი შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ, მაშინ ამერიკა ნატოდან უნდა გავიდეს.
პაულინა ლუნას ამ მოსაზრებას იზიარებს ამერიკელი სენატორი მაიკ ლიც, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.