ამჟამად სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს - ფაშინიანი
სომხეთი და რუსეთი ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესს განაგრძობენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
„ბიშკეკში გამართულ მოლაპარაკებაზე ჩვენ რუსეთთან შევთანხმდით, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გაგრძელდება. უნდა გავარკვიოთ თუ რა ფენებისგან შედგება ის. არსებობს რკინიგზის საკითხი. როდესაც მასზე მუშაობა იწყება, შემდეგ ჩნდება გაზის საკითხი. სომხეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას შორის მრავალწახნაგოვანი ურთიერთობებია, არის ბევრი პრობლემა, საკითხი და შესაძლებლობა. შესაბამისად ინვენტარიზაციის პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მოლაპარაკებას სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს, მათ შორის გაზის იმპორტის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.