1759683699
უცხოეთი
ამსტერდამში პროპალესტინურ აქციაში მონაწილეობა 250 000 ადამიანმა მიიღო

ამსტერდამში მესამე მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა ნიდერლანდების მთავრობას ისრაელის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს.
ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 250 000 ადამიანმა მიიღო.
როგორც უცხოური მედია წერს, წითელ სამოსში ჩაცმულმა მომიტინგეებმა ნიდერლანდების მთავრობას მოუწოდეს მიიღოს ზომები ისრაელის წინააღმდეგ, რათა შეწყდეს ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში.
„ყველა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ღაზაში გენოციდის შესაჩერებლად“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.