„ამის დრო ჯერ არ არის, მას სამშვიდობო შეთანხმება სურს“ - რუბიო რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცნობიერებს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის შესაძლებლობას, მაგრამ არ სურს იჩქაროს ამ ინსტრუმენტის გამოყენება, - ამის შესახებ რუბიომ NBC News-ის გადაცემაში განაცხადა.
წამყვანმა რუბიოს ჰკითხა, მიუთითებს თუ არა ტრამპის ბოლო განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე. სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ამის დრო ჯერ არ არის.
„პრეზიდენტმა იცის, რომ მას აქვს ეს ვარიანტები, მას მუდმივად ეკითხებიან მათ შესახებ. მაგრამ ის, რაც მას ნამდვილად სურს, არის სამშვიდობო შეთანხმება. მას სურს, რომ სიკვდილი შეწყდეს.
არ არსებობს სხვა ქვეყანა, ინსტიტუტი ან ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ამ ორი მხარის მაგიდასთან მიყვანა. არავინ ელაპარაკება ორივე მხარეს. და ვერავინ გააკეთებს ამას მსოფლიოში, გარდა პრეზიდენტი ტრამპისა“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.