Loading data...
ამერიკული მედია ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკში ჩაყვანის კადრებს ავრცელებს

ამერიკული მედია აშშ-ში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ჩაყვანის კადრებს ავრცელებს. 

როგორც „სიენენი“ იტყობინება, მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

თავდაპირველად მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი ნიუ-იორკში, სტიუარტის საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე, შემდეგ კი ვერტმფრენით მანჰეტენზე, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის შენობაში გადაიყვანეს. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.