Loading data...
ამერიკული დახმარება უკრაინის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად საკმარისი არ არის - ISW

ამერიკული სამხედრო დახმარება იმისთვის არ არის საკმარისი, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, მიწების დაბრუნება დასავლეთის, კიევის და კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ექსპერტების აზრით. ამ ეტაპზე ომის დასრულებაზე და რაიმე სიტუაციის დაფიქსირებაზე საუბარი ძალზე ნაადრევია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული დახმარება, პირველ რიგში, ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის უნდა გამოიყენონ და, პირველ რიგში, ჩასოვ იარის მიმართულებაზე რუსული ძალების შეტევა შეაჩეროს.

რაც შეეხება რუსული ძალების მოსალოდნელ ფართომასშტაბიან შეტევას, რომელიც ზაფხულში იგეგმება, მისი გეგმები, შესაძლოა, გადაიხედოს, რადგანაც რუსული მხარე დასავლეთის დახმარების ძალას გაითვალისწინებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინა წელს ოპერატიულ უპირატესობას ვერ მოიპოვებს და კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის ის 2024 ან 2025 წლებში იქნება მზად.