Loading data...
ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში გემი გაანადგურეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ-ის არმიის სამხრეთ სარდლობის განცხადებით, მათ კარიბის ზღვაში გემი გაანადგურეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა.

„10 ნოემბერს, პიტ ჰეგსეთის მითითებით, ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ სასიკვდილო დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მართულ გემზე. დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდით იყო დაკავებული, ნარკოტრეფიკის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. გემზე მყოფი 4 ნარკოტერორისტი დაიღუპა. გემზე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში მოხდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.