ამერიკელი სენატორი: ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებული რიტორიკა ზიანს აყენებს ალიანს და სარგებელს მოუტანს პუტინს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკა გრენლანდიაზე კონტროლის აღებით მუქარის შესახებ „რეალურ ზიანს აყენებს არა მხოლოდ გრენლანდიასთან და დანიასთან ურთიერთობებს, არამედ თავად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასაც“. წერს The Guardian.
როგორც შაჰინმა აღნიშნა, ტრამპის კომენტარები „ძირს უთხრის მოკავშირეებს შორის ათწლეულების განმავლობაში ძნელად მოპოვებულ ნდობას და ასუსტებს მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების განცდას, „ეს რიტორიკა კი ჩვენი უდიდესი მოწინააღმდეგეების, რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლოდ მოქმედებს“.
„ვლადიმერ პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ნატოს გახლეჩს ან ყურადღებასა და რესურსებს უკრაინიდან გადაიტანს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სენატორის თქმით, თუ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ნამდვილად სურს რუსეთის გავლენის შეზღუდვა არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ, „ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის დამარცხებაა“.