1765107497
უცხოეთი
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ტედ კრუზი ევროკომისიის მიერ ამერიკულ სოციალური ქსელის, „იქსის“ დაჯარიმებას აკრიტიკებს.
„ევროკომისიის მიერ „იქსისთვის“ დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საძაგლობაა. ეს არის თავდასხმა ამერიკელი სამუშაო ადგილების დიდ შემქმნელზე და ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლებაზე. ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს, ვიდრე ეს აბსურდი არ შეიცვლება“, – განაცხადა ტედ კრუზმა.
The European Commission’s $140 million fine on @X is an abomination.
— Ted Cruz (@tedcruz) December 5, 2025
It’s an attack on a great American job creator & it’s an attack on the free speech of every American.
Trump should impose SANCTIONS until this travesty is reversed.