Loading data...
ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ს წინააღმდეგ სექსუალიზებული ძალადობის შესახებ 120 სარჩელის შეტანა იგეგმება

ცნობილი ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ს (შონ კომბსის) წინააღმდეგ სექსუალიზებული ძალადობის შესახებ მიმდინარე თვეში 120 ადამიანი სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ტონი ბაზბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას SkyNews ავრცელებს.

ბაზბის თქმით, მოსარჩელეებს შორის ქალებიც არიან და კაცებიც. დაზარალებულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ P. Diddy-ს ქმედებებისგან ბავშვობაში და მოზარდობის პერიოდში დაზარალდნენ.

სარჩელები 1991 წლიდან პერიოდს მოიცავს და ეს აშშ-ის 25 შტატში ხდებოდა. ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა კერძო სახლებში, სასტუმროებში, წვეულებებზე და გასაუბრებებზე. მოსარჩელეთა ნახევარზე მეტმა საავადმყოფოებს მიმართა და მათ სისხლში ტრანკვილიზატორები აღმოაჩინეს. რეპერი და მისი თანაშემწეები დაზარალებულებს მუქარით და ფულით აჩუმებდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ საერთო ჯამში მისმა ფირმამ P. Diddy-ზე 3 ათასზე მეტი საჩივარი მიიღო.

P. Diddy 2024 წლის სექტემბერში რამდენიმე ბრალდებით დააკავეს. მათ შორის არის ადამიანებით ვაჭრობა. რეპერი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ის ბრალს უარყოფს.