1771269301
უცხოეთი
ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ოსკარის“ ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი, რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გუშინ ჩემს საყვარელ მეუღლეს, ძვირფას მეგობარსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს დავემშვიდობეთ“, - დაწერა მსახიობის მეუღლემ ლუჩიალა დიუვალმა სოციალურ ქსელში.
დიუვალი იყო „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი საუკეთესო როლისთვის ფილმში „ნაზი გულმოწყალება“ (1983), ასევე ამ ჯილდოს ექვსგზის ნომინანტი. ჟურნალი აღნიშნავს, რომ მსახიობის ბოლო ნამუშევარი იყო როლი ფილმში „ფერმკრთალი ლურჯი თვალები“ (2022).
მთლიანობაში, თავისი 73-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში, დიუვალმა 240-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
სამსახიობო ოსტატობის გარდა, დიუვალი ასევე ეწეოდა სარეჟისორო და საპროდიუსერო საქმიანობას.