Loading data...
ამერიკელების 50%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკა აშშ-ის ეკონომიკას აზიანებს - მედია

ამერიკელების 50%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა რეალურად ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქვს ნეგატიური შეხედულება შეერთებული შტატების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებია.

გამოკითხული ამერიკელების 56% მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ხოლო მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ მათი გავლენა დადებითია. 

გამოკითხული მოქალაქეების 60% უარყოფითად აფასებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.  შეშფოთებას იწვევს საკვების, საწვავის, ჯანდაცვის, კომუნალური გადასახადებისა და ქირის ფასების ზრდა.

საწვავის ფასების მატებას დიდ პრობლემად მიიჩნევს 60%, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2025 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

მარტის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების ორი მესამედი ირანის წინააღმდეგ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების მომხრეა.