1788756694
უცხოეთი
Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავმა მაიამის აეროპორტში კატასტროფა განიცადა - დაიღუპა 5 ადამიანი
Amazon Prime Air-ის სატვირთო თვითმფრინავი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი ადგილზე მყოფ რამდენიმე ავტომობილსაც შეეჯახა.
ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მაიამის მერმა დანიელა ლევინ კავამ მომხდარს „წარმოუდგენლად მძიმე“ უწოდა.
