Loading data...
„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა“ - ტრამპი კითხვაზე, შეუძლია თუ არა გამარჯვების გამოცხადება, თუ ირანს ხამენეის შვილი უხელმძღვანელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა კითხვაზე, თუ რას ნიშნავს აიოთოლა ალი ხამენეის ვაჟის მოჯტაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნა კონფლიქტში აშშ-ის გამარჯვებისთვის.

თეთრი სახლის წინ გამართული შეხვედრის დროს რეპორტიორმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა „ამ ომში გამარჯვების გამოცხადება, თუ უზენაეს ლიდერად აიათოლას შვილი დარჩება?“

„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა“, - უპასუხა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა „მიუღებელია“.