Loading data...
„ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“ - ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისგან სესხს მიიღებს

ევროკავშირი ამა თუ იმ გზით უკრაინას 90 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს, უნგრეთის მიერ ბლოკირების მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსებობდა ერთი პირობა, რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი თავის სიტყვას არ ასრულებს. თუმცა მინდა, გავიმეორო ის, რაც კიევში უკვე ვთქვი - ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.