„ამ პროტესტის დამკვეთები და სცენარისტები ცნობილია“ - ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების უკან მთავრობა დგას
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.
„ამ პროტესტის დამკვეთები და სცენარისტები ცნობილია. ყველაფერი კეთდება, რომ სამხედრო ადმინისტრაცია შეიქმნას, დაწესდეს პირდაპირი კონტროლი, შეიქმნას ვერტიკალი აშენდეს და ადგილობრივი თვითმმართველობა განადგურდეს. მთავარი მიზანი, ისევე როგორც გაჟღერებული ლოზუნგები, სრულ თანხვედრაშია ცენტრალური ხელისუფლების რიტორიკასთან. გაუგებარია, როგორ მივიდნენ ამ დასკვნებამდე, იმ პირობებში, როდესაც გათბობის სეზონი ჯერ არც დაწყებულა, თუმცა ზოგიერთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მისთვის მომზადება არ მომხდარა“, - აცხადებს კიევის მერი.
მისი თქმით, მთავრობაში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობენ.
კლიჩკომ არ დაასახელა იმ პირთა კონკრეტული სახელები, რომლებიც შეიძლებოდა ცენტრალური მთავრობის სახელით აქციების „დამკვეთები და სცენარისტები“ ყოფილიყვნენ.
კლიჩკო, ასევე, გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც კიევში თავშესაფრების არარსებობას უკავშირდება და განაცხადა, რომ დედაქალაქში 4 000-ზე მეტი თავშესაფარია.
მერის თქმით, თავშესაფრებისთვის საჭირო თანხები ადმინისტრაციებს გამოეყოთ, თუმცა ეს რესურსი არ გამოუყენებიათ.
„არცერთ ადმინისტრაციას თავშესაფრების მოთხოვნით არ მოუმართავს“, - განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკომ, ასევე, აღნიშნავს რომ ელექტროენერგია მის საცხოვრებელ ბინაშიც ითიშება.