Loading data...
ამ ეტაპზე ჩასოვ იარის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს - უკრაინელი სამხედროები

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ამ ეტაპზე ქალაქ ჩასოვ იარს იცავენ, ამბობენ, რომ ამჟამად ქალაქის დაკარგვის უშუალო საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც ტელემარათონის ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-5 მოიერიშე ბატალიონის მეთაურმა ალექსეი ტარასენკომ განაცხადა, ამჟამად ფრონტის ხაზი სტაბილიზებულია.

„მტრის წინსვლა არ შეინიშნება, ფრონტის ხაზის სტაბილიზებულია. ამჟამად ჩასოვ იარის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ტარასენკომ.

ამასთანავე ტარასენკო ამბობს, რომ მოწინააღმდეგე განაგრძობს უკრაინელთა პოზიციებზე იერიშებს. ძირითადად საუბარია ციხიდან გამოშვებულ პირებზე, რომლებსაც მაშინვე ფრონტზე გაუშვეს და პრაქტიკულად არანაირი საბრძოლო მომზადება არ გაუვლიათ.

„უნიანი“ ინფორმაციით, რუს სამხედროებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინის ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომლის მიხედვით ქალაქი ჩასოვ იარი მათ 9 მაისამდე უნდა აეღოთ, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებულ ალებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს,

ჩასოვ იარი დონეცკის ოლქში მდებარე  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია.