1784280047
უცხოეთი
ალჟირში ბავშვთა სახლში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირის დედაქალაქში, ბავშვთა სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.
დაშავებულია კიდევ 19 ადამიანი. ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე გაჩნდა.
ალჟირში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი სიცხეა, რაც ხანძრებს იწვევს. ბოლო 24 საათში ტყის 115 ხანძარი დაფიქსირდა.
ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა დაღუპულების ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარს „ტრაგიკული დანაკარგი“ უწოდა.