1787817959
უცხოეთი
ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სამოქალაქო დაცვის ორგანოების ცნობით, ათობით ხანძარი გაჩნდა ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის რამდენიმე პროვინციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საიდ საიუდმა განაცხადა, რომ სულ მცირე, 54 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული, რომელთაგან, სულ მცირე, ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 69 ხანძრის კერას ებრძვიან.