ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს
ბუნდესტაგში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ.
ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე, დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია და ხალხს ცვლილებები სურს.
„თქვენ ვერ გაიაზრეთ საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლების გზავნილი. „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია. ხალხს ცვლილებები სურს.
ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს რუსეთთან და მათთან ურთიერთობის ბოლო ხიდსაც წვავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გადაფაროთ საკუთარი კატასტროფული პოლიტიკური მემკვიდრეობა. სჯობს ყურადღება სამშვიდობო პროცესის წინსვლაზე გაამახვილოთ.
ჩვენ უნდა დავასრულოთ დამღუპველი ენერგოპოლიტიკა და დავუბრუნდეთ ბირთვულ ენერგიას. ამისთვის, ასევე, გვჭირდება იაფი რუსული გაზი. ჩვენ გვჭირდება რეფორმები და ეკონომიკური წინსვლა.
კვირაში ერთხელ 1 მილიარდი ევრო მიდის გერმანიიდან ბრიუსელში. უკან მხოლოდ ამის მცირედი ბრუნდება. მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ ევროკავშირში ჩვენი გადასახადი. ფულის უკან დაბრუნება გვსურს“, - განაცხადა ალის ვაიდელმა.