1790159710
უცხოეთი
ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა, რომელიც ჯაშუშობის მუხლით იხდიდა სასჯელს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა, რომელიც ჯაშუშობის მუხლით სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საერთო ჯამში ილჰამ ალიევმა პატიმრობაში მყოფი 20 პირი შეიწყალა. შეწყალების დროს მათი ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა იყო გათვალისწინებული.
მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთის მოქალაქეს, მარტის რაიანს აზერბაიჯანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რაიანი ბრალს არ აღიარებდა.
მარტინ რაიანი 2023 წლის დეკემბერში დააკავეს. ამას წინ უძღოდა დიპლომატიური დაძაბულობა აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის. კერძოდ, ილჰამ ალიევმა საფრანგეთი კავკასიაში ახალი ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა, ვინაიდან ის სომხეთს იარაღს აწვდიდა.