1754309289
უცხოეთი
ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ news.am იუწყება.
ორი ქვეყნის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეხვდება. სომხური და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქომ და ერევანმა, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადონ.
როგორც Х-ში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ალექს რაფოღმულ დაწერა, ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.