ალიევი: აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის, ამ რთულ დღეს მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტს აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენს, გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ალიევის წერილში.
მისივე თქმით, ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში.
„მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს, მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, - წერს ალიევი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანისთვის გაგზავნილ წერილში.