Loading data...
ალი ლარიჯანი ტრამპს - ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე და გაანადგურებს ადვილად გასანადგურებელ სამიზნეებს“. 

„ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“, - აცხადებს ლარიჯანი.