ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 18, ან 25 ოქტომბერს გაიმართება.
მან აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„არჩევნები ჩატარდება. სერბეთის პროგრესული პარტია ერთ ბიულეტენზე იქნება თავისი სიით, ხოლო ყველა სხვა პოლიტიკური ძალა - მეორეზე. მე არავის კენჭისყრის უფლებას არ უარვყოფ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, ივლისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დატოვებს.
ვუჩიჩის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო. ქვეყანაში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.