1767773735
უცხოეთი
ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და ქურთ ძალებს შორის შეტაკება მოხდა - არიან დაღუპულები
სირიის ჩრდილოეთით, ალეპოში, სამთავრობო ჯარებსა და ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაპირისპირებაა.
როგორც მედია წერს, მხარეები შეტაკებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორც სირიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამთავრობო ძალებზე თავდასხმითა და ალეპოს საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვით „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ვითარების ესკალაცია მოახდინა.