Loading data...
ალეპოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა - BBC

სირიის ქალაქ ალეპოსთან ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიშები ალეპოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად რამდენიმე ლოკაციაზე ადგილობრივი დროით 01:45 საათზე განხორციელდა. უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან.  

არსებული ცნობით, თავდასხმის სამიზნე იარაღის საწყობები იყო, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.