ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან დათმობაზე წასვლის მოწოდების გამო, ფრაქციიდან გარიცხეს
უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და მასთან დათმობაზე წასვლის მოწოდებით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ფრაქცია „ევროპულ სოლიდარობაში“ აცხადებენ, პარტია დემოკრატიულია, თუმცა დისკუსიები არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“.
„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გონჩარენკომ განაცხადა, რომ „უკრაინა ომს აგებს და საჭიროა რუსეთთან ყველაფერზე მოლაპარაკება.“