Loading data...
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

არესტოვიჩი ამას სუვერენიტეტის დათმობად აღიქვამს, ვინაიდან, მისი აზრით, ამით ქვეყანა იზღუდავს საკუთარ თავს და, ფაქტობრივად, ემორჩილება გარე ძალების ბრძანებებს.

„ჩემთვის უკრაინის მთავარი მარცხი, კოლოსალური მარცხი გახდა ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ. მე პრობლემად არც კი მივიჩნევ თავად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს; პრობლემა სწორედ მისი კონსტიტუციაში ჩანაწერია, რადგან ამით შენ ცივილიზაციური თვალსაზრისით შეზღუდე საკუთარი თავი და საკუთარ თავს უფროსი დაუნიშნე. ეს „უფროსი“ კი ახლა უკვე შენ გაძლევს განკარგულებებს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.