1786196377
უცხოეთი
ალექსანდრე ვუჩიჩი: მეშინია, რომ ძალიან რთული ზამთარი გვექნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ მან ბელგრადში, უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სერბეთიც, ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას ისურვებდა.
„პოლიტიკურ ვეტერანს თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ დარწმუნებული არ ვარ. ძალიან მეშინია, რომ ძალიან რთული ზამთარი გვექნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.