ალექსანდრ ვუჩიჩი: მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება, შესაძლოა, ის უკვე დაწყებულია
„მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა, ის უკვე დაწყებულია, უბრალოდ, ოფიციალურად ჯერ ასე არ გვიწოდებია“, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ნავთობის, გაზის, მინერალების, იშვიათი ლითონებისა და სხვა რესურსებისთვის ბრძოლა დიდი ხანია თვალსაჩინოა.
„პირველ და მეორე მსოფლიო ომებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ორივე თავდაპირველად რეგიონული კონფლიქტების სახით დაიწყო. მხოლოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდა უფრო დიდი სამხედრო და პოლიტიკური ალიანსები, რომლებიც საბოლოოდ, პირდაპირ ერთმანეთს შეეჯახნენ“, - აღნიშნა მან Berliner Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგება ოთხწლიანი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, თუმცა ასევე „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ის ომს წააგებს.
„ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სამხედრო დამარცხება შეუძლებელია. ჩემი აზრით, ვინც ამას არ აღიარებს, არასწორ გათვლებს აკეთებს“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, ბევრი მოთამაშე ამჟამად ძირითადად დროის მოგებას ცდილობს, ამავდროულად კი უფრო ფართომასშტაბიანი შეტაკებებისთვის ემზადება.