1765630883
უცხოეთი
ალექსანდრ სტუბმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბერლინში გაემგზავრება
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და 15 დეკემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუბი თავდაპირველად აშშ-ში, ტეხასში, გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა „უკრაინაში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო“ მოგზაურობა გაუქმდა.
შემდეგ ის გერმანიაში გაემგზავრება და უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრაზე დასწრებისკენ მიიწვია.