Loading data...
ალექსანდრ სტუბის თქმით, დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

როგორც ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მათი საუბარი კონსტრუქციული იყო და ნატო-სთან, უკრაინასთან და ირანთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.

„ვესაუბრე დონალდ ტრამპს. კონსტრუქციული დისკუსია და იდეების გაცვლა გვქონდა ნატო-ზე, უკრაინასა და ირანზე. არსებობს პრობლემები, რომლებიც პრაგმატულად უნდა მოვაგვაროთ“, - წერს ის.