Loading data...
ალექსანდრ სტუბი: კოალიციის ქვეყნებს შორის მყარი კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საჭიროებაზე

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს, კოალიციის ქვეყნებს შორის მყარი კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საჭიროებაზე.

„17 აგვისტოს, მონაწილეობა მივიღე უკრაინის მხარდასაჭერად მსურველთა კოალიციის მთავრობებისა და სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრაში. კოალიციის ქვეყნებს შორის მყარი კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საჭიროებაზე. ევროპა და აშშ, ასევე, აძლიერებენ თავიანთ საერთო პოზიციას. ჩვენ ვაშინგტონში გავაგრძელებთ საერთო ძალისხმევას უკრაინასთან, ევროპელ კოლეგებთან და აშშ-სთან ერთად“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.