1769113270
უცხოეთი
ალექსანდრ სტუბი: დონალდ ტრამპი რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის გამო რუსეთზე ზეწოლას ახდენს.
სტუბმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი სამშვიდობო პროცესის მიმართ და ხაზი გაუსვა 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს და ქვეყნის რეკონსტრუქციას.
მან დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ გეგმას მიიღებს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთზე და იმედი მაქვს, ის ამას გააგრძელებს“, - განაცხადა სტუბმა.