ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლოა აშშ-ში ჩავიდეს
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული, რომელიც მინსკში იმყოფებოდა აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლოა, აშშ-ში ჩავიდეს. მისი თქმით, მინსკში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილეს ბელარუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და ბელარუსში აშშ-ის საელჩოს მუშაობის განახლების თემა.
კოულის თქმით, ლუკაშენკო შესაძლოა, უახლოეს ხანში ჩავიდეს ვაშინგტონში და მხარეები ასეთი ვიზიტის ორგანიზებაზე უკვე მუშაობენ. მოლაპარაკებები შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ხელისუფლება 250 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა.
როგორც Reuters იუწყება, სანაცვლოდ, აშშ ბელარუსის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებს.
Reuters წერს, რომ ლუკაშენკოს აშშ-ში ჩასვლა იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ბელარუსის ლიდერისთვის, რომელიც დასავლეთის იზოლაციის დასრულებას ცდილობს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს მინსკში ლუკაშენკო გულთბილად დახვდა და განაცხადა, რომ „მზადაა განიხილოს ნებისმიერი საკითხი და უპასუხოს ნებისმიერ კითხვებს“, ასევე, სურს, ისაუბროს უკრაინის კრიზისზე და ომზე ირანში, სადაც აშშ, მისივე თქმით, „ბელარუსის მეგობრების წინააღმდეგ იბრძვის“.
ბელარუსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოს აშშ ცდილობს, მიაღწიოს ბელარუსში პოლიტიკური მოტივებით პატიმრობაში მყოფი 1 100 პირის გათავისუფლებას. აშშ-ის და ბელარუსის წინა მოლაპარაკებების შედეგად ბელარუსის ციხეები დატოვა ათეულობით პატიმარმა. საპასუხოდ აშშ-მა ბელარუსის კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა.